USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზურაბ აზარაშვილი კოვიდზე - განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება. ის, რაც იყო წლების წინ, წარსულს ჩაბარდა და მსგავსის გამეორების არანაირი საფუძველი დღეს არ იკვეთება

ზურაბ აზარაშვილი კოვიდზე - განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება. ის, რაც იყო წლების წინ, წარსულს ჩაბარდა და მსგავსის გამეორების არანაირი საფუძველი დღეს არ იკვეთება

2023-08-21 17:34:14

განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება. თუ რაიმე განსაკუთრებული იქნება, ამას პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროსგან გაიგებს ყოველთვის მოსახლეობა. ხოლო ის, რაც იყო წლების წინ, წარსულს ჩაბარდა და მსგავსის გამეორების არანაირი საფუძველი დღეს არ იკვეთება, - ასე უპასუხა ზურაბ აზარაშვილმა მედიის კითხვას ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების შესახებ. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ არ არის საჭირო ამ თემაზე ყურადღების გამახვილება და ყველას მოუწოდა, ნუ შეეცდებიან საზოგადოებაში დამატებითი სტრესის შემოტანას. მინისტრმა კოვიდს „ერთი ჩვეულებრივი სეზონური ინფექცია“ უწოდა.

„როდესაც კოვიდპანდემია იყო ქვეყანაში და ასევე მსოფლიოში, იყო სხვადასხვა განსაკუთრებული რეჟიმი და ამ რეჟიმების მიხედვით მიდიოდა ჩვენი ცხოვრებაც. გასულ წელს, როდესაც ჯერ კიდევ ახალი მოსული იყავი სამინისტროში, მაშინვე აღვნიშნე, რომ კოვიდპანდემია დასასრულს უახლოვდებოდა და გადაიქცეოდა ერთ-ერთ ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად. დიახ, დღეს ნამდვილად ნებისმიერი ქვეყანა მსოფლიოში ამას უყურებს როგორც ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსს, რომელიც არაერთია გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში, სხვა ქვეყნებშიც და არ არის არანაირი განგაშის, პანიკის საფუძველი და საერთოდ, ამაზე განსაკუთრებული ყურადღება, როგორც ასეთი აღარც უნდა მახვილდებოდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები