ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების (ნაშთები) მოცულობა ერთ თვეში 1%-ით გაიზარდა. სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის აპრილის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) გაცემული სესხების მოცულობამ 52 744,3 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის მარტის მაჩვენებელი 52 020,5 მლნ ლარი იყო.
თუ აღნიშნულ მაჩვენებლებს წლიურ ჭრილში გავაანალიზებთ, სახეზეა 21%-იანი ზრდა. 2023 წლის აპრილში ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების (ნაშთები) მოცულობა 43 573,1 მლნ ლარი შეადგინა.
მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების 46%-ი იურიდიულ კომპანიებზე გაცემული სესხებია, აპრილის მაჩვენებლებით საუბარია 24 333,9 მლნ ლარზე. თვიურ ჭრილში აქ ზრდა 1%-ია, ხოლო წლიურად - 25%-ი.
რაც შეეხება შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებს 2024 წლის აპრილის მდგომარეობით 28 410,4 მლნ ლარია, ზრდა მარტთან შედარებით 2%-ია, ხოლო 2023 წლის აპრილთან შედარებით 18%-ი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება