USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საფოსტო გზავნილების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა

საფოსტო გზავნილების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა

2024-07-19 23:01:00

ბოლო 1 წლის  სტატისტიკური მონაცემებით, საფოსტო გზავნილების საერთო რაოდენობა 37%-ით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საფოსტო გზავნილების საერთო რაოდენობამ 13 319 043 შეადგინა, რაც 2022-2023 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.6%-ით მეტია.

„ეფექტური საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, უწყება აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რენტგენო ინსპექტირების სისტემებით, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს გაზრდილი საფოსტო გზავნილების მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები.
შეგახსენებთ, რომ საფოსტო გზავნილით შემოტანილ ან გასატან საქონელზე საბაჟო დეკლარაციას  ავსებს  საფოსტო გზავნილის გადამზიდავი, რომელიც არის მიმღების და გამგზავნის წარმომადგენელი. ის შემოსავლების სამსახურში საქონლის შესახებ, ინფორმაციის წარდგენისას, ხელმძღვანელობს თავად პირის მიერ მიწოდებული მონაცემებით, შესაბამისად, გზავნილის მიმღები და გამგზავნი ვალდებულია საფოსტო გზავნილის გადამზიდავს მიაწოდოს  სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია. თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელს არ აქვს თანმხლები დოკუმენტაცია, რის გამოც დაუდგენელია მისი ღირებულება ან  თუ დათვალიერების შედეგად  დადგინდა, რომ გზავნილის სავარაუდო ღირებულება აღემატება დოკუმენტაციაში ასახულ თანხას - საბაჟო ორგანოს მიერ, განხორციელდება საქონლის ექსპერტიზა სწორი საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით. არასწორი მონაცემების მიწოდების ( ღირებულების) გამოვლენის შემთხვევაში დგება საჯარიმო ოქმი  საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული რეგულაციის ფარგლებში, ყველა საფოსტო გადამზიდავის მიმართ, თანაბრად ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი ნორმები/საბაჟო კონტროლის პროცედურები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ფიზიკურ პირებს  მოუწოდებს,  საფოსტო გზავნილის გადამზიდავ კომპანიებს მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია, რათა არ მოხდეს ამანათის შეყოვნება და სწრაფად განხორციელდეს მის მიმართ საბაჟო ფორმალობები.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები