USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ნაწილის მშენებლობას ევროპული კომპანია განახორციელებს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ნაწილის მშენებლობას ევროპული კომპანია განახორციელებს

2024-07-21 14:15:00

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ნაწილის მშენებლობას ევროპული კომპანია განახორციელებს, რადგანაც შესაბამის ტენდერში მხოლოდ ევროპული კომპანიები მონაწილეობენ. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა აღნიშნა, ტენდერის ფარგლებში მიღებული წინადადებების ტექნიკური ნაწილი უკვე დასრულებულია და მალე ფინანსური ნაწილის შესწავლა დაიწყება. 

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ევროპის და აზიის დაკავშირების კომპონენტში. ძალიან აქტუალური საკითხია და ქვეყანამ ეს პროექტი უნდა განახორციელოს. ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებითაც და ვფიქრობთ, რომ შემოდგომაზე ეს პროექტი უკვე თვალშისაცემი იქნება. ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ნაწილის მშენებლობისთვის ტენდერი 10 მაისს დაიწყო და უკვე დასრულებულია ტექნიკური წინადადებების შეფასების კომპონენტი. თვის ბლომდე გადავალთ ფინანსური წინადადებების შეფასებაზე. ამ ტენდერში მონაწილეობას მხოლოდ 4 ევროპული კომპანია იღებს, უფრო სწორედ მოწვეული იქნა 4 ევროპული კომპანია, რომლებიც ფლობენ მსოფლიოს ფსკერ დაღმავების ფლოტის 80%-ს და შესაბამისად, ის ხარისხი, რომელსაც ამ მშენებლობის შედეგად მივიღებთ იქნება ძალიან მაღალი“, - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა. 
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები