USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უსაფრთხოების მოთხოვნა იზრდება,  მანქანა უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, მძღოლი უნდა იყოს ჯანმრთელი - გურამ გურამიშვილი  საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმაზე

უსაფრთხოების მოთხოვნა იზრდება, მანქანა უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, მძღოლი უნდა იყოს ჯანმრთელი - გურამ გურამიშვილი საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმაზე

2024-07-22 09:00:00

ეკომონიკის განვითარების სამინისტრო საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმას განაგრძობს. ამის შესახებ „იმედის დილის“ რუბრიკის - Business Insider Georgia-ს ეთერში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ცვლილებები მოაწესრიგებს მგზავრთა და გადამზიდთა უსაფრთხო გადაადგილებას. გურამ გურამიშვილის განცხადებით, გადამზიდები ვალდებულები იქნებიან, აიღონ შესაბამისი ნებართვები, რომლისთვისაც გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.

„განხორციელდა მთელი რიგი ნაბიჯები და დღეს ვართ, იმ ეტაპზე, რომ უკვე ვიღებთ განაცხადებს იმისთვის, რომ განებართვიანების ფაქტორი, რომელიც აუცილებელია ამ სტანდარტის ასაწევად, გადამზიდავებში და ასევე სერტიფიცირების ნაწილში, ავტოსადგურებთან განხორციელდეს. საკმაოდ რთული რეფორმაა და კომპლექსური. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, რომ რეფორმის ამ პერიოდში სექტორს მიეცეს საშუალება, რათა დროულად მოახდინოს აკუმულაცია იმ რეკომენდაციებთან, რაც ტექნიკური რეგლამენტით დადგინდა. ჩვენ ვაპირებთ, რომ მომავალი წლის მარტიდან უკვე სავალდებულო გახდეს ეს ნებართვა.

რაც შეეხება ნებართვის მიღების სურვილს, ეს განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის დეკემბრიდან, გადამზიდავებზე ვსაუბრობ. რაც შეეხება საქალაქთაშორისო-საერთაშორისო გადამყვანების მსურველებს, აუცილებელია სიჩქარის შეზღუდვის მოწყობილობის დაყენება და ტოპოგრაფის, რომელი სამუშაო რეჟიმს მოაწესრიგებს.

უსაფრთხოების მოთხოვნა იზრდება და მინიმალური მოთხოვნა, რაც არის გადამზიდავის მოსაპოვებლად, ეს არის, რომ მანქანა უნდა იყოს ტექნიკურად გამართული. მძღოლი უნდა იყოს ჯანმრთელი და წარმოადგინოს დამადასტურებელი ცნობა, ასევე ნარკოლოგიური დამოკიდებულების შესახებ ცნობა უნდა ჰქონდეს“,-განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები