USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 4,732 მლნ დოლარს მიაღწევს - საბიუჯეტო ოფისი

2024 წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 4,732 მლნ დოლარს მიაღწევს - საბიუჯეტო ოფისი

2024-12-04 18:00:00

საბიუჯეტო ოფისის დაშვებით, 2024 წლისთვის ფულის მასა M3 აგრეგატის მოცულობა 52,784 მლნ ლარს გაუტოლდება, ხოლო ზრდის წლიური ტემპი - 22.2%-ს. თავის მხრივ, ფულის მასა M2 აგრეგატის მოსალოდნელი მოცულობა 29,944 მლნ ლარია, ზრდა კი - 19.2%.

საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2024 წლისათვის საერთაშორისო რეზერვების 5.5%-ით კლება არის მოსალოდნელი. შესაბამისად, 2024 წელს რეზერვების მოცულობა 4,732 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს (2.9 თვის იმპორტის ჯერადი), ხოლო 2028 წლისთვის საერთაშორისო რეზერვების მოსალოდნელი მოცულობა 6,902 მლნ აშშ დოლარი იქნება.

რაც შეეხება კერძო სექტორზე გაცემულ სესხებს, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2024 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 63,972 მლნ ლარს მიაღწევს, ხოლო მთავრობის პროგნოზით 63,321 მლნ ლარს. აღნიშნული ტენდენცია ნარჩუნდება 2024-2028 წლებშიც.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები