საექსპორტო გაყიდვებს ვზრდით, 2024 წელს იტალიაში უფრო მეტი პროდუქცია გავყიდეთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა რეზი ბესელაშვილმა განუცხადა.
„ალტერსოქსის ბრენდით იყიდება წინდები იტალიის შემდეგ ქალაქებში: პიზა, ლუკა, ვენეცია, ლორენცია. ასევე გავაფართოვეთ გაყიდვების არეალი საფრანგეთში. დავამზადეთ წინდები კანის და სხვა ქალაქების პრინტებით. ასევე სტაბილური გაყიდვები გვაქვს გერმანიაში, სადაც გაყიდვების წყაროა გერმანული ამაზონი, სადაც აქტივობა მაღალია და დადებითი გამოხმაურება ფიქსირდება“, - ამბობს რეზი ბესელაშვილი.
ასვე უკვე მეორე წელია „ალტერსოქსი“ პორშეს წარმომადგენლობისთვის ამზადებს ბრენდირებულ წინდებს.
„შვეიცარიაში სხვა პარტნიორებიც გვყავს, მათ შორის ძველი ლუდსახარში, ასევე შვეიცარიასა და ესპანეთში მოქმედ კომპანია „ტერავინას“ შეკვეთებზე ვმუშაობთ. ევროპის ბაზარზე ექსპორტი 40-მდე გავზარდეთ“, - ამბობს მეწარმე.
„ალტერსოქსის“ თანამფლობელი ამბობს, რომ საცალო გაყიდვები შეუმცირდათ თუმცა B2B-ის მიმართულება გაზრდილია.
კომპანია 4 ფილიალს ფლობს თბილისში და ერთს ბათუმში.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება