საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები სტაჟირების პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
„სტაჟიორებისთვის, რომლებიც კონკურსის წესით დაინიშნებიან შესაბამის საჯარო დაწესებულებაში ან სსიპ-ში, გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას და ასევე საჭიროების მიხედვით დაეფარებათ სამივლინებო ხარჯები.
ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საჯარო სამსახურში კვალიფიციური ახალგაზრდების მოზიდვისთვის“, წერს პარლამენტის წევრი მაია ბითაძე Facebook-ზე.
კანონპროექტის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა