USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება წარმატებით მიმდინარეობს

საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება წარმატებით მიმდინარეობს

2024-07-15 16:10:00

საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი - საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი უკვე ორი კვირაა ხორციელდება და აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები მასში აქტიურად არიან ჩართულნი. იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე გაიარა 58 000-მდე ადამიანმა.

 

საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს ივლისის ყოველ შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით არსებული 89 ლოკაციიდან შეარჩიოს მისთვის სასურველი, მონაწილეობა მიიღოს იმიტირებულ კენჭისყრაში და ნახოს როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატურა. საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზანი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რადგან ამომრჩეველთა თითქმის 90%   26 ოქტომბერს ხმას სწორედ ამ ელექტრონული აპარატების გამოყენებით მისცემს.

 

საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ ამომრჩეველთა და ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია ფართომასშტაბიან ინფორმირების კამპანიას ახორციელებს და საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრირება სწორედ ამ კამპანიის ნაწილია.

 

ისევე როგორც ადმინისტრაციის ყველა საქმიანობა, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციაც არის ღია და საჯარო.  მათ შორის  საჯაროა ინფორმაცია საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირების შესახებაც და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასში მონაწილეობა. თუმცა, სამწუხაროდ პროექტის მიმდინარეობისას დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ჩართული მხარეების წარმომადგენლები მოითხოვდნენ იმიტირებულ საარჩევნო უბნებზე მუდმივად ყოფნას, რასაც მოყვა არასწორი შეფასებები თითქოს მათ ეკრძალებოდათ პროცესზე დაკვირვება.

 

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო პერიოდი ჯერ არ დაწყებულა და შესაბამისად ამ დროისთვის არ მოქმედებს კანონის ის მუხლები, რომლებიც ჩართულ მხარეებს გარკვეულ უფლება-მოვალეობებს ანიჭებს. ამასთან, პროექტი მხოლოდ საინფორმაციო-სასწავლო ხასიათისაა და შეუძლებელია იყოს დაკვირვების, როგორც პროცესის ობიექტი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აქვს შესაძლებლობა თავად მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში და უშუალოდ გაეცნოს ტექნოლოგიებს.

 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე ხორციელდება და ივლისის ბოლოს დასრულდება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები