ეკონომიკის განვითარება გვინდა იმისთვის, რომ მივიღოთ მეტი დასაქმება და ეს ყველაფერი დაკავშირებული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაზრდაზე, ასე გამოეხმაურა პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სიღარიბის მაჩვენებლებს, რომლის მიხედვითაც 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა.
„იცით, რომ 11%-მდე შემცირდა ქვეყანაში სიღარიბე. დაახლოებით, დამატებით, 400 ათასმა ადამიანმა დააღწია სიღარიბეს თავი. მთავარი ამოცანა ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის არის ზუსტად ცხოვრების დონის გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა და კეთილდღეობის შექმნა.
როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე და ეკონომიკის პრიორიტეზე, თვითმიზანი არ არის ეკონომიკა, ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკის განვითარება გვინდა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ მეტი დასაქმება და ეს ყველაფერი დაკავშირებული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაზრდაზე. ჩვენი მოლოდინი ზუსტად ასეთი იყო, როცა დიდ ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობდით. გასულ წელს იყო თითქმის 8%-ი, გასულ წლებში თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ამოცანა ზუსტად ის იყო, რომ აისახოს ინკლუზიურად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. სასიხარულოა, რომ მონაცემები, რომელიც 2023 წელს ეხება არის დამაიმედებელი. ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა სიღარიბე. მე იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას შევინარჩუნებთ, რომ ქვეყანაში ყველაზე პრიორიტეტული, მნიშვნელოვანი ამოცანა რაც არის სიღარიბე საბოლოოდ დავამარცხოთ.
მიმდინარე მონაცემები საკმაოდ კარგია. 2024 წლის სამი თვის მაჩვენებლებით საქართველო ჯერ კიდევ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ინფლაცია არის კონტროლში. ვფიქრობთ სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგი ცალსახაა და სახეზეა. იმედი გაქვს, რომ შემდეგი თვის მონაცემებიც იქნება დამაიმედებელი. აპრილის წინასწარი მონაცემებიც ძალიან მაღალია, თუმცა დაველოდოთ საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა