აპრილი-მაისის პერიოდში ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს საერთო კონტენტის 97.8 პროცენტი ბიზნესისა და ეკონომიკის გაშუქებასა და ანალიტიკას ეთმობა, შესაბამისად Business Insider Georgia გამორჩეულად ინარჩუნებს ბიზნეს კომპანიების სანდო პარტნიორის იმიჯს.
ტელეკომპანია “იმედთან” თანამშრომლობის შედეგად “Business Insider Georgia” ქვეყანაში კვლავ ნომერ პირველი ბიზნეს მედიაა. სტაბილურად მაღალია ბიზნეს ინსაიდერის ანალიტიკის ყურებადობა. აპრილი-მაისის განმავლობაში ბიზნეს ინსაიდერის ანალიტიკის ყურებადობის საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ ონლაინ სივრცეში 219 ათასია. გასული თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი ყურებადობის მაჩვენებელი 365 ათასს აღემატება, ხოლო 20 მაისის ბიზნეს ინსაიდერის ანალიტიკის მხოლოდ პირველი ნაწილის ანალიტიკას 252 ათასზე მეტი ნახვა აქვს.
ანალოგიური პერიოდის განმავლობაში Business Insider Georgia-ს სოციალური ქსელების აქტივობა სტაბილურად მზარდია (ე.წ. რიჩი, Followers), ხოლო გვერდის დღიური უნიკალური ვიზიტორი google analytics მონაცემებით საშუალოდ 25-27 ათასის ფარგლებშია.
მიმდინარე პერიოდის განმავლობაში Business Insider Georgia-მ პარტნიორობა დაიწყო ორი ახალი პროექტული პარტნიორობა, რომლის პრეზენტირებაც უახლოეს პერიოდში შედგება
უახლესი