USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა

2024-07-22 11:40:00

ბაზისბანკსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა 16 ლის წინ დაიწყო და დღემდეწარმატებით გრძელდება.

ბაზისბანკი, წლების განმავლობაში, უზრუნველყოფ ილიაუნის მაგისტრების განათლების დაფინანსებას და ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას ბანკში, სტუდენტების პერსონალური კომპიუტერებით უზრუნველყოფას. ბანკს წვლილი შეაქვს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვაში. 2014 წლიდან, ბაზისბანკი პასკალის პრემიით აჯილდოვებს ახალგაზრდა მეცნიერებ.

ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ყოველწლიურად იმართება ილიაუნის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიები. 2024 წლის ღონისძიება, უნივერსიტეტის E კორპუსის ღია სივრცეში გაიმართა. კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და სიტყვით მიმართეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ, კანცლერმა ქეთევან დარახველიძემ და დეკანებმა, ასევე საბაკალავრო პროგრამის რამდენიმე კურსდამთავრებულმა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, სიმბოლურად, ქუდების ცაში ასროლით და კონცერტით დასრულდა.

„ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ახალი თაობისა და განათლების სფეროს მუდმივი მხარდამჭერია. განათლების მხარდამჭერი პრიორიტეტული პროექტების ფარგლებში, წლების განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგული პარტნიორი ვართ, რაც გამოიხატება ყოველწლიურად განხორციელებულ ერთობლივ პროექტებში და მომავალშიც არაერთხელ ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით.“- ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები