USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მეამა“ ამერიკის ბაზარზე შესასვლელადაც ემზადება

„მეამა“ ამერიკის ბაზარზე შესასვლელადაც ემზადება

2024-07-22 11:00:00

საერთაშორისო კომპანია "მეამა" ევროპაში  გაფართოებას აგრძელებს. გერმანიასა და ავსტრიაში მაღაზიების გახსნის შემდეგ, კომპანიამ ახალი საწარმო უკვე ლუქსემბურგში გახსნა. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეამას“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ განაცხადა, „მეამა“ ამერიკის ბაზარზე შესასვლელადაც ემზადება. 

„ჩვენ ვართ ქართველი და გერმანელი პარტნიორების მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია ახალგაზრდა, ამბიციური ხალხის მიერ. ჩვენი დევიზია, რომ მომავლის თაობა ვქმნით მომავლის პროდუქტს. ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, იმიტომ, რომ სულ რაღაც 4 წელია რაც ჩვენი ქარხანა გავხსენით და ევროპის გარშემო უკვე 27 ქვეყანაში ვართ გაშლილი.

ჩვენი მაღაზია გაიხსნა ახლახან გერმანიაში ქალაქ კიოლნში და ასევე ჩვენი ფრანჩაიზით მაღაზიაა გახსნილი ავსტრიაშიც. ძალიან დიდი ზრდა განვიცადეთ ამ პერიოდში, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ლუქსემბურგში გაგვეხსნა ახალი ქარხანა, სადაც უკვე იწარმოება ჩვენი კაფსულები. სწორედ პროდუქციის მოთხოვნიდან გამომდინარე და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე გაიხსნა ეს საწარმო. ლოგისტიკურადაც კარგი ადგილია. მოლოდინი გაქვს, რომ შევალთ ამერიკის ბაზარზეც. და ერთ-ერთი მიზეზიც ლუქსემბურგში ქარხნის გახსნისა ესეც იყო“, - აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები