საერთაშორისო კომპანია „მეამა“, რომელიც ბაზარს ყავის კაფსულებს და აპარატებს სთავაზობს მალე კიდევ უფრო მეტ ბაზარზე შესვლას გეგმავს. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეამას“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ განაცხადა, „მეამა“ საკუთარ საქმეს აკეთებს და ცდილობს, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს.
„ჩვენ არავის არ ვუყურებთ როგორც კონკურენტს. იმდენად განსხვავებულ პროდუქტს ვქმნით, რომ მსგავსი არსად არ შეგხვდებათ. არა თუ საქართველოში მსოფლიოს მასშტაბითაც ვერ ნახავთ მსგავს პროდუქციას. აქედან გამომდინარე ჩვენ არავის კონკურენტად არ ვუყურებთ, ჩვენ ჩვენი საქმე გაქვს და მაგას მივყვებით.
უფრო გლობალურ ზრდას ველოდებით. უფრო მეტ ქვეყანაში გავიშლებით კიდევ, და რაც მთავარია მუდმივად ვიმუშავებთ, რომ შევქმნათ ახალი პროდუქცია და განსხვავებული ასორტიმენტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა