USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„სატენდერო გარანტია საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში“ - ინტერვიუ ლიკა თავართქილაძესთან

„სატენდერო გარანტია საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში“ - ინტერვიუ ლიკა თავართქილაძესთან

2024-07-22 16:35:00

თანამედროვე ბიზნეს ლანდშაფტს არაერთი ნიუანსი ახასიათებს. ამ სივრცეში ვერ იპოვით ისეთ მოთამაშეს, რომლის მისია გაფართოება, განვითარება და ახალი პროექტების შესრულება არაა. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ტენდერები, რომელიც პროდუქტის, სერვისის ან გარკვეული სამუშაოს შესყიდვის სპეციფიკური ფორმაა. ამის მიხედვით, პროექტში მონაწილეობის მსურველმა ბიზნესმა წინასწარ უნდა წარადგინოს საკუთარი წინადადება, ტენდერის გამომცხადებელი ორგანიზაცია კი განაცხადების მიღების შემდეგ ყველაზე ოპტიმალურს ირჩევს.

სატენდერო განაცხადის წარდგენა გარკვეული წესების შესრულება სჭირდება, მათ შორისაა სატენდერო გარანტიისმომზადება, რომელიც საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკშია ხელმისაწვდომი და ტენდერში მონაწილეობის მსურველებს, დროისა და  რესურსების დაზოგვაში ეხმარება.

ამ ინტერვიუში საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების ოუნერი, ლიკა თავართქილაძე გვიამბობს, რამდენად მოსახერხებელია სატენდერო გარანტია ბიზნეს ინტერნეტბანკში და როგორ შეიქმნა ეს პროდუქტი.

ლიკა თავართქილაძე, უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს ბანკის გუნდის წევრია, ბოლო 4 წელი კი, ბიზნესის ციფრული პროდუქტების განვითარებაზე ზრუნავს.

„ჩემი  და ჩემი გუნდის წევრების ძირითადი მიზანია, შევქმნათ და გავაუმჯობესოთ პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ფინანსური საკითხები უფრო მარტივად და ეფექტურად მოაგვარონ. მახარებს ის, რომ ჩემი გუნდის  მუშაობის შედეგად, მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვეხმარებით. ჩემი საქმიანობა მოიცავს მუდმივ კომუნიკაციას გუნდებთან, ბაზრის ტრენდების ანალიზსა და საუკეთესო ციფრული გამოცდილების უზრუნველყოფას“, - ამბობს ლიკა თავართქილაძე.

სწორედ მან იმუშავა გუნდთან ერთად საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკში სატენდერო გარანტიის დამატებაზე და შეკითხვაზე, თუ რატომ გადაწყდა ამ ფუნქციონალის შექმნა, ასე გვპასუხობს:

„სატენდერო გარანტია საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეიქმნა, რომლებიც ტენდერებში ხშირად მონაწილეობენ. როგორც წესი, მათ სატენდერო გარანტიაზე სწრაფი და მარტივი წვდომა სჭირდებათ, თუმცა, მანამდე ბანკის ფილიალებში უნდა მისულიყვნენ, დაეფიქსირებინათ მოთხოვნა და შემდეგ ფიზიკური დოკუმენტები წაეღოთ ტენდერში მონაწილეობისთვის, რაც მოითოხვდა დროს და რესურსებს. ჩვენი ახალი პროდუქტი ამ პროცესს ამარტივებს, რადგან მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ რეჟიმში, მაქსიუმ 1 საათში მიიღონ საჭირო დოკუმენტი ელექტრონულად“, - ამბობს ლიკა თავართქილაძე.

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაც, ლიკას თქმით, ამ პროდუქტს ბაზარზე აქვს, ისაა, რომ გარანტია უზრუნველყოფისა და სხვა დამატებითი დოკუმენტების წარდგენის გარეშე გაიცემა.



„დღესდღეობით სატენდერო გარანტიის ელექტრონულად გაცემა ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა. ბაზარზე არც ერთი სხვა ფინანსური ინსტიტუტი მომხმარებლებს მსგავს სერვსის არ სთავაზობს. სწორედ ინოვაციური მიდგომებები და ბაზარზე არსებული მოთხოვნა გახდა ამ პროდუქტის ინტერნეტბანკში რეალიზების მიზეზი“, - აღნიშნავს იგი.

ლიკა, ასევე, გამოყოფს თავისებურებებს, რომლებიც საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში სატენდერო გარანტიის ფუნქციონალს გამორჩეულს ხდის. ესენია:

  • სისწრაფე და სიმარტივე: მომხმარებლები შეძლებენ, სატენდერო გარანტია ონლაინ, სწრაფად და მარტივად მიიღონ.
  • დისტანციური წვდომა: ბიზნესებს აღარ უწევთ ფილიალებში მისვლა, რაც მათ დროსა და რესურსებს ზოგავს.
  • მოქნილი პირობები: პროდუქტი გათვალისწინებულია სხვადასხვა ბიზნესის სპეციფიკურ საჭიროებებზე.

„როგორც ციფრული პროდუქტის მენეჯერი, ვმუშაობდი იმისთვის, რომ თითოეულ ნაბიჯში მომხმარებლის საჭიროებები და ინტერესები გათვალისწინებული ყოფილიყო. მე და ჩემი გუნდი აქტიურად ვმონაწილეობდით იდეების გენერაციაში, ბაზრის კვლევასა და ანალიზში. როგორც მე, ასევე გუნდის თითოეული წევრი, ვცდილობდით, შეგვექმნა ინოვაციური პროდუქტი, რომელიც მარტივად გამოყენებადი და მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად სასარგებლო იქნებოდა. ჩვენთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროდუქტი რეალურად დაეხმაროს ბიზნესებს და გააუმჯობესოს მათი ყოველდღიური საქმიანობა“, - ამბობს ლიკა თავართქილაძე.

საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას თანამედროვე საბანკო და არასაბანკო პროდუქტების განვითარებით და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შეთავაზებით. სატენდერო გარანტიის მისაღებად ან მეტი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკს. თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები