ქართული სანელებლებით ყირგიზეთი დაინტერესდა, ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანია „ოჯახურის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა სალომე ნეფარიძემ განუცხადა.
„ოჯახური“ ექსპორტს აფართოებს.
„ქართული პროდუქციით, მით უმეტეს სანელებლებით ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება. მუდმივად გვაქვს მოლაპარაკებები და შეთავაზებები საზღვარგარეთიდან, როგორც ცალკეული დაინტერესებული პირებისგან, რომელთაც სურთ გახდნენ ჩვენი წარმომადგენლები საზღვარგარეთ, ასევე უცხოური ქსელური მარკეტებიდან.
ამჯერად ქართული, ტრადიციული გემოებით ყირგიზეთი დაინტერესდა. რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. საწყის ეტაპზე ჩვენი პროდუქცია ყირგიზეთის ქალაქ ბიშკეკში, 21 დასახელების სხვადასხვა სუნელ-სანელებელი გაიგზავნება. პირველი ექსპორტის შედეგები შესაძლებლობას მოგცემს ნათლად დავინახოთ ადგილობრივი ბაზრის ტენდენციები, შესაბამისად ამის მიხედვით დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს“, - ამბობს სალომე ნეფარიძე.
როგორც ცნობილია, ,,ოჯახური" აწარმოებს არა მხოლოდ ცალკეული სახეობის, არამედ შერეულ სუნელებსაც, რომლებიც სხვადასხვა კერძისთვის არის განკუთვნილი. შედეგად, მომხმარებელს არ უწევს რამდენიმე სახეობის ცალ-ცალკე შეფუთვით შეძენა, რადგან კომპანიამ ისინი უკვე ერთ შეფუთვაში გააერთიანა.
ცნობისთვის, „ოჯახური“ 2010 წელს დაარსდა. საწარმოში სტაბილურად 70 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა