ფუნდამენტური საფუძველი, რომ ლარის კურსი გაუფასურდეს არ გვაქვს, - აცხადებს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ლევან დავითაშვილის განმარტებით, სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები აისახება მომხმარებლის ქცევაზე. დავითაშვილის თქმი, სებ-ის პოლიტიკა თანხვედრაშია ქვეყნის მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან.
„სებ-ის კონკრეტული ნაბიჯები არის ძალიან ლოგიკური, იმიტომ, რომ სებ-ის ჩარევას არ ექნებოდა აზრი და იქნებოდა არაპროდუქტიული თუ ჩვენ გვექნებოდა ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც ლარის კურსის გაუფასურებას ხელს შეუწყობდა. ჩვენ ასეთი სიტუაცია არ გაქვს. ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები აისახება მომხმარებლის, მოსახლეობის ქცევაზე. აქედან გამომდინარე სწორია, რომ ჩვენ გვქონდეს მკაფიო კომუნიკაცია საზოგადოებასთან. მათ შორის სებ-ს ჰქონდეს მუდმივი კომუნიკაცია და ამას ასეც ახერხებს, ეფექტიანად მათ შორის თავისი ნაბიჯებით სებ-ი იყოს თანმიმდევრული. სებ-ის პოლიტიკა თანხვედრაშია მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან, რომელიც გაქვს. ამიტომ ფუნდამენტური საფუძველი, რომ ლარის კურსი გაუფასურდეს არ გაქვს. პირიქით, ჩვენ დავინახეთ, რომ წლებია ვინარჩუნებთ სტაბილურ კურსს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ პროგრესთან. როდესაც მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს ვაქვეყნებთ ხოლმე, ეს არის ის ფუნდამენტურ მაჩვენებლები, ინდიკატორები, რომელიც კურსის სახით აისახება. აქედან გამომდინარე, როცა ამას შორის სხვაობაა ეს მიუთითებს, რომ არის პანიკური და დროებითი. ამაზე გვქონდა განცხადებებიც, ზოგჯერ იყო მცდელობა განზრახ პანიკის გამოწვევის. სამწუხაროდ უპასუხისმგებლო. პოლიტიკას აქვს თავისი ზღვრები.
ამის მიუხედავად ყველაფერი დასტაბილურება და არ მინდა რომ მოსახლეობა შევიდეს შეცდომაში და დაზიანდეს მათი ინტერესი. ხშირ შემთხვევაში ამ პანიკურ პროცესებს ბევრი ადამიანი აჰყვება ხოლმე და არ არის სასიამოვნო“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება