USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზეთის საწარმო „ქარვა“ აუქციონზე ვერ გაიყიდა

ზეთის საწარმო „ქარვა“ აუქციონზე ვერ გაიყიდა

2023-11-25 14:00:20

ზეთის საწარმო „ქარვა“ ვერ გაიყიდა. კომპანია „არი“ დედოფლისწყაროს სოფ. წითელწყაროში მდებარე  მზესუმზირის ზეთის ქარხანას აუქციონზე ყიდდა, სადაც ლოტის საწყისი ღირებულება 1 790 000 ლარს შეადგენს. თუმცა აუციონი ისე დასრულდა, რომ მასში მონაწილეობის სურვილი არავის დაუფიქსირებია.

როგორც ლოტის აღწერაში ეწერა, იყიდებოდაა არასასოფლო სამეურნეო მიწა 27 000 კვ.მ და მასზე განთავსებული: 7200 კვ.მ საწარმოო შენობა, საიდანაც 900 კვ.მ საწარმოო ფართია, 3600 კვ.მ და 2700 კვ.მ2 - სასაწყობო შენობა; 266 კვ.მ2 II სართულიანი ადმინისტრაციული კაპიტალური შენობა.  საწარმოო შენობაში განთავსებულია მზესუმზირასი რაფინირებული ზეთის წარმოებისთვის ყველა საჭირო დანადგარი, დღეში 5 ტონა წარმადობით. ფასი არ მოიცავს დღგ-ს.

შპს „არი“-ს 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“ ფლობს. ამ კომპანიას ორი მეწილე ჰყავს ავთანდილ გოროზია - 50% გელა არჯაკელი - 50%.

ზეთის მწარმოებელი ქარხანა, 2005 წლიდან „ქარვას“ ბრენდის სახელით ოპერირებდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები