USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზედამხედველობამ შემოწმებული სათამაშოების 39% ბაზრიდან ამოიღო

ზედამხედველობამ შემოწმებული სათამაშოების 39% ბაზრიდან ამოიღო

2023-10-05 13:30:53

მიმდინარე წელს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შემოწმდა 127 სახეობის საბავშვო სათამაშო, საიდანაც 50 სახეობის სათამაშოზე გამოიცა პროდუქტის ბაზრიდან ამოღების დადგენილება.

ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას გააკეთა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზედამხედველობის სააგენტოს მეშვეობით საქართველოს ბაზარზე დაიწყო ისეთი პროდუქციის ზედამხედველობა და შემოწმება, რომლის რეალიზაციაც მანამდე ყოველგვარი რეგულაციისა და კონტროლის  გარეშე ხდებოდა.

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნია საბავშვო სათამაშოები, ასევე სხვადასხვა სახის სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო პროდუქტი, რომლის ხარისხი და სტანდარტებთან შესაბამისობა პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობისა და  სიცოცხლის   უსაფრთხოებასთან.

„2023 წლის მარტი-სექტემბრის პერიოდში, ადგილობრივ ბაზარზე შემოწმდა 49  ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული 75 ტიპის სამშენებლო პროდუქტი, საიდანაც  რეკომენდაცია გაიცა 26 პროდუქტზე“, - თქვა დავითაშვილმა. 

აღსანიშნია, რომ 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საზედამხედველო სფეროს ემატება 17 ახალი  პროდუქტი (მათ შორის: თაბაშირმუყაოს, სტრუქტურული მეტალის, ცემენტის, კერამიკული ფილების, წებოცემენტის და ჭერის პროდუქტები)

ასევე, მომავალში სამშენებლო პროდუქტების საზედამხედველო სფეროში იგეგმება 62 ახალი პროდუქტის დამატება (მათ შორისაა გადახურვის პროდუქტები, ბლოკი, აგური, ქვის წყობასთან დაკავშირებული პროდუქტები, იატაკის პროდუქტები,  ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა, აგრეგატები და თბოიზოლაციის პროდუქტები)

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები