USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზამთარში ევროპას შესაძლოა, გაზის დეფიციტი შეექმნას

ზამთარში ევროპას შესაძლოა, გაზის დეფიციტი შეექმნას

2023-07-10 10:30:07

ამ ზამთარში ევროპას შესაძლოა გაზის დეფიციტი შეექმნას. ამის შესახებ ფრანგული კომპანია TotalEnergies-ის ხელმძღვანელმა პატრიკ პუიანმა განაცხადა, რომელსაც cnews.fr-ი ციტირებს.

„რაც შეეხება გაზს, გაზსაცავები სავსე იქნება ოქტომბერში, მაგრამ თუ ზამთარი ევროპაში ცივი იქნება, კონტინენტზე ეს მარაგი არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნა მთელი ზამთრის სეზონის განმავლობაში“, - გააფრთხილა პუიანმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ გაზის იმპორტი უფრო მაღალი ფასებით უნდა მოხდეს. „არ არსებობს ბაზარზე მეგობრული ფასები, სადაც ყველაფერი მიწოდებაზე და მოთხოვნაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა TotalEnergies-ის ხელმძღვანელმა.

როგორც ცნობილია, ევროპის მთავრობები  გაზის დეფიციტის დიდ ნაწილს ძვირადღირებული თხევადი ბუნებრივი გაზით (LNG) ავსებენ , რომელიც აშშ-დან და კატარიდან ზღვით იგზავნება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები