USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზაფხულის ბოლოდან გაყიდვების გაორმაგებას ველოდებით - ,,ლილო მოლი“

ზაფხულის ბოლოდან გაყიდვების გაორმაგებას ველოდებით - ,,ლილო მოლი“

2023-07-04 17:00:44

 

სავაჭრო ცენტრ ,,ლილო მოლში“ მიმდინარე სეზონი დადებითად ფასდება. შარშანდელთან შედარებით, რეალიზაცია მცირედით გაიზარდა. თუმცა დიდი მოცულობით გაყიდვების ზრდას სავაჭრო ცენტრის დირექტორი გიორგი კვარაცხელია ზაფხულის ბოლოდან ვარაუდობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მან Business Insider Georgia- თან განაცხადა. ,,გარკვეული ზრდა შეიმჩნევა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ აქტიური სეზონი ზაფხულის ბოლოდან იწყება. წლიურ ჭრილში მცირე სხვაობა არის, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ გაყიდვებზე საგრძნობი გავლენა პოვოს.

ტურისტული სეზონია და ესეც მცირედით ასტიმულირებს რეალიზაციას, თუმცა ჩვენი სავაჭრო ცენტრი უმეტესად მაინც ადგილობრივ მომხმარებლებზეა გათვლილი, რომელიც ყველა სეზონზე ინარჩუნებს მოთხოვნას, წელსაც ასეა, არაფერი განსაკუთრებული ჯერჯერობით არ ხდება. მკვეთრ ცვლილებას ველოდებით აგვისტოს ბოლოდან, სასწავლო პერიოდი ახლოვდება და ამ დროს რეალიზაცია ორმაგდება ხოლმე, ვფიქრობთ, ეს მოცემულობა წელსაც გვექნება“, - ამბობს გიორგი კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ ,,ლილო მოლი" წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. სავაჭრო ცენტრში 5000-ზე მეტი ობიექტია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს.

ცნობისთვის, შპს „ელსავაკო“ 1995 წლის 21 დეკემბერს დარეგისტრირდა. 2011 წლის მაისში კი შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს „ლილო მოლი“. 2008 წლის დეკემბერში მოხდა შერწყმა შპს „სეტ-ლისთან“, ხოლო 2014 წლის 2 მარტს - შპს „გიდარასთან“. 

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, „ლილო მოლის“ მფლობელები არიან - ლევან გაგუა - 1%;  ნიკოლოზ უსანეთაშვილი - 1.5%; კონსტანტინე კაპანაძე - 8.525%; დავით გავაშელი - 2.285%, მარიკა გავაშელი - 2%, დავითი გაგუა - 2%; ილია ბადრიაშვილი - 0.5%; ლევან ანდღულაძე - 1% ბაჩო კაპანაძე - 2%; გიორგი კვარაცხელია - 0.46%; იოსებ საყვარელიძე /ნიდერლანდები/ - 15.485%. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები