USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები დასრულებულია

ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები დასრულებულია

2023-07-27 13:38:50

"ვლადიკავკაზ-თბილისის“ მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოები დასრულებულია, - ამის შესახებ ინფორმავიას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია.

„შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ , „ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 126,0 კმ-ზე სარემონტო სამუშაოები დაასრულა.

გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები