საქართველოში ბრუნვის მიხედვით, ასფალტბეტონის მწარმოებელი TOP 5 კომპანია ცნობილია. (2022 წლის წინასწარი მონაცემები)
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი ასფალტბეტონის მწაარმოებელი TOP 5 კომპანია გამოიკვეთა:
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს ჯიარჯი 2013 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100% ვლადიმერ ჭედია ფლობს.
შპს ასტექი - 2020 წელსაა რეგისრირბული. კომპანას სამი მფლობელი ჰყავს: გიორგი ბილიხოძე- 45%, მაია ნიშნიანიძე - 31%; კომპანიის 24%- ს ირაკლი კაკალაძე ფლობს, რომელეიც საქართველოსა და ყაზახეთის მოქალაქეა.
შპს ნიუ როუდ ჯგუფის 100% - შპს New Road-ი ფლობს, რომლის 100%-იც დავით ჟღენტის საკუთებაა.
შპს ახალი ქარხანის 100% ილია კეკელიძე ფლობს. კომპანია 2016 წელსაა დაფუძნებული.
შპს ელისი-2015 -ის 100%-ს მარიამ გოგოლაძე ფლობს. კპმპანია 2015 წელსაა დაფუძნებული.
ასფალტბეტონის მწაარმოებელი TOP 5 კომპანიიდან ყველაზე მეტი ტენდერი შპს ჯიარჯიმ მოიგო.
ტენდერების მონიტორის თანახმად, შპს ჯიარჯის 2023 წლის 16 მაისის მდგომარეობით, 72 ტენდერში მონაწილეობდა. მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება ₾ 39,550,591. აქედან 6 გამარტივებული შესყიდვაა, სადაც ხელშეკრულებების საერთო ღირებულებაა - ₾7,723,236.14
2023 წლის 16 მაისის მდგომარეობით, შპს ნიუ როუდ ჯგუფს 16 ტენდერში მონაწილეობდა. მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება - ₾532,296.90.
შპს ახალი ქარხანა 16 მაისის მდგომარეობით 3 ტენდერში მონაწილეობდა. მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება - ₾ 355,486
შპს ელისი-2015 -ს მხოლოდ 2 გამარტივებული შესყიდვით, ₾935.00 მიღებული.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში