ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 757 235 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 23 493 034 ათასი ლარია.
2024 წლის იანვარში 2023 წლის იანვართან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 3,8%-ითაა გაზრდილი. ფინანსთა სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 436 875 ათასი დოლარი იყო.
2024 წლის იანვრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 358 935 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 22 424 514ათასი ლარია.
იანვრის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 281 369 ათასი დოლარია, ანუ 16 851 028 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:
აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში