USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვგეგმავთ, რომ Lineate Georgia-ში აქტიურად დავნერგოთ Starlink-ის სერვისები - თორნიკე სულაბერიძე

ვგეგმავთ, რომ Lineate Georgia-ში აქტიურად დავნერგოთ Starlink-ის სერვისები - თორნიკე სულაბერიძე

2023-11-06 13:00:01

 

საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც Starlink-ის სერვისებით სარგებლობს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ​Lineate Georgia-ს ბიზნეს-განვითარების მენეჯერმა თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, Starlink-ის დონის კომპანიის საქართველოში შემოსვლა უკვე მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო ნელ-ნელა IT ჰაბის სახელს იმკვიდრებს.

„სამწუხაროდ თუ თვალს გადავავლებთ საერთაშორისო სტატისტიკას საქართველოში 1 მბ ინტერნეტი საკმაოდ ძვირია და სისწრაფეც არაა ფასთან შესაბამისი. ამიტომ ყოველივე აქედან გამომდინარე ყოველი ახალი მოთამაშე ბაზარზე გაზრდის კონკურენციას, რაც გამოიწვევს ფასების კლებას და ხარისხის გაზრდას.  Starlink-ი არის ინოვაციური სიტყვა ინტერნეტის მოწოდებაში. რა თქმა უნდა ჩვენ მივესალმებით Starlink-ის შემოსვლას საქართველოში და ასევე მოხარულები ვართ, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, სადაც Starlink-ის სერვისებით ისარგებლებენ.

ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო ნელ-ნელა თავის სახელს იმკვიდრებს, როგორც IT ჰაბი რეგიონში და არამხოლოდ რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ როგორც კომპანია ვგეგმავთ, რომ აქტიურად დავნერგოთ Starlink-ის სერვისები. ჩვენნაირ კომპანიაში მნიშვნელოვანია ალტერნატიული ინტერნეტ წყაროების არსებობა, აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვართ დამოკიდებული ერთ ინტერნეტ პროვაიდერზე და ვცდილობთ, რომ ავითვისოთ ყველა ის ინტერნეტ პროვაიდერი, რომელიც ქვეყანაში იქნება“, - აცხადებს Lineate Georgia-ს ბიზნეს-განვითარების მენეჯერი თორნიკე სულაბერიძე.

Starlink-ის ინტერნეტი საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა ხელმისაწვდომია.  Starlink-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს კომპანია SpaceX-სთან, რომელსაც Starlink-ის პროექტი ეკუთვნის.

აღნიშნული შეხვედრების შედეგად, საქართველო განხილულ იყო რეგიონში ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად, სადაც SpaceX - ი მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწვდიდა. 

ილონ მასკის დაარსებული კომპანიის, SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ნებისმიერ ადგილში, მათ შორის მიუწვდომელ და მაღალმთიან დასახლებებში.

აღსანიშნავია, რომ SpaceX-ის მიერ საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლას და საქმიანობის დაწყებას წინ უძღოდა აშშ-ში, ლოს-ანჯელესში, SpaceX-ის საწარმოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც პირველად გამოითქვა ინტერესი საქართველოსა და SpaceX-ის თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნულს მოჰყვა SpaceX-ის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი საქართველოში. სწორედ აღნიშნული ვიზიტისას გამართული შეხვედრებისას SpaceX - ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა გადაწყდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები