USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვაზიანის აეროპორტის მშენებლობისთვის შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს - ჯუანშერ ბურჭულაძე

ვაზიანის აეროპორტის მშენებლობისთვის შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს - ჯუანშერ ბურჭულაძე

2023-10-04 14:39:45

ავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის კომიტეტის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ვაზიანის აეროპორტის მშენებლობისთვის რაიმე არსებითი პოტენციური შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს. 

„ვისაუბრეთ ვაზიანის აეროპორტის შესაძლო განვითარებაზე. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აქ რადიკალური პოზიცია, რომ არ შეიძლება აეროპორტის აშენება, არ არსებობს. თავდაცვის (კომიტეტის) წევრებმა მოისმინეს თავდაცვის ძალების პოზიცია. პირიქით, შეიძლება იყოს პერსპექტიული და უკეთესი მდგომარეობა და მდებარეობა. ასე რომ, დაველოდოთ შეფასებას. იმ ექსპერტებში, რომელსაც სახელმწიფო დაიქირავებს, იქნებიან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, რომლებიც შეაფასებენ სხვადასხვა ხედვით აეროპორტის მშენებლობას და მას შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ ის, რომ დღეს არსებობდეს, რაიმე არსებითი პოტენციური შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს“, - განაცხადა ბურჭულაძემ. 

მისივე თქმით, აეროპორტის მშენებლობა ექსპერტების შეფასების შემდეგ გადაწყდება, შეფასება კი სავარაუდოდ, 2024 წლისთვის იქნება.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები