USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვაკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა ღონისძიებას - „დახატე დანიასთან ერთად - ერთად გამწვანებისკენ“ უმასპინძლებს

ვაკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა ღონისძიებას - „დახატე დანიასთან ერთად - ერთად გამწვანებისკენ“ უმასპინძლებს

2023-06-29 15:08:09

დედაქალაქის მერიის პროექტის - „თბილისი - მედია ხელოვნების ქალაქი“ ფარგლებში, 30 ივნისს და პირველ ივლისს, მედია ხელოვნების ქალაქ ვიბორგთან თანამშრომლობით, ღონისძიება „დახატე დანიასთან ერთად - ერთად გამწვანებისკენ“ ჩატარდება.  

 

აღნიშნული ინიციატივა იუნესკო-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის ორ მთავარ სახელმძღვანელო დოკუმენტს - „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და პოპულარიზაციის კონვენციასა“ და გაერო-ს „2030 წლის მდგრადი განვითარების გეგმას“ ეხმიანება.

 

პროექტი, რომლის მხარდამჭერია დანიის საელჩო საქართველოში, ბავშვებსა და მოზარდებში გარემოს დაცვის მიმართულებით, ხატვისა და ტექნოლოგიების ჩართულობით, სხვადასხვა ნამუშევრის შექმნას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში, თავისუფალი დასწრებისა და წინასწარი ჩაწერის მეთოდით, სამი ასაკობრივი ჯგუფი  შეიქმნება. მონაწილეებს ჩაუტარდებათ ვორქშოპები ეკოლოგიაზე, ეკომეგობრულ პრაქტიკასა და ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ურთიერთქმედებაზე.

 

ხატვის ვორქშოპებს ჩაატარებს ილუსტრატორი/ანიმატორი ანა ჩუბინიძე, მოწვეული მომხსენებლები კი სანდრო ასათიანი და დათო გორგილაძე იქნებიან. ბავშვების ნამუშევრებით შეიქმნება ანიმაცია, რომელიც სექტემბერში, ვიბორგში დაგეგმილ ფესტივალზე გამოიფინება.

 

ვორქშოპები, რომელსაც ვაკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა უმასპინძლებს, ჩატარდება შემდეგი თანმიმდევრობით: 11-13  წლის ბავშვებისთვის - 30 ივნისი, 16:00 საათი; 5-7 წლის ბავშვებისთვის - პირველი ივლისი, 12:00 საათი;  8-11 წლის ბავშვებისთვის - პირველი ივლისი, 16:00 საათი.

 

პროექტი „დახატე დანიასთან ერთად“ 2020 წელს დაიწყო და მისი მიზანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკომეგობრული პრაქტიკების დანერგვაა.

 

 

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები