USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
USAID-ისა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობით კატალოგი შეიქმნა

USAID-ისა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობით კატალოგი შეიქმნა

2024-01-23 17:20:00

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ (The USAID Agriculture Program) სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და „სოფლის განვითარების სააგენტოსთან“ ერთად, ექსპორტიორი კომპანიების კატალოგი შექმნა.

აღნიშნული კატალოგში 100-ზე მეტი წამყვანი კომპანია მოხვდა, რომლებიც თავის მხრივ 10 სექტორს მოიცავენ. აღნიშნულ კატალოგში მკითხველი ასევე იხილავს დეტალურ ინფორმაციას ამა თუ იმ კომპანიის შესახებ და სექტორების მიმოხილვას. 

როგორც The USAID Agriculture Program-ში განმარტავენ, კატალოგის შექმნის მთავარი მიზანი ქართველი ექსპორტიორებისთვის ბიზნესკავშირების დამყარებაში დახმარებაა.

კატალოგი განთავსებულია „აწარმოე საქართველოში“-ს საიტზე - TradewithGeorgia. კატალოგი ასევე ხელმისაწვდომია ასევე აქ:

აღსანიშნავია, რომ USAID მხარს უჭერს 35-ზე მეტ პროგრამას საქართველოში რათა გააძლიეროს მავნე ზეგავლენის მიმართ ქვეყნის მედეგობა, გააძლიეროს დემოკრატიული მიღწევები,  უზრუნველყოს მაღალანაზღაურებადი დასაქმება და ეკონომიკური ზრდა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები