USA2GEORGIA საკონტეინერო და საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებს იწყებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ USA2GEORGIA-მ მომსახურების გაფართოება გადაწყვიტა და ახალი ბრენდის CARGO2GEORGIA-ს დაფუძნება გადაწყვიტა.
„ბოლო რამდენიმე წელია, თურქეთი, ჩინეთი და აშშ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სიაში წამყვან პოზიციებს უცვლელად იკავებენ. სწორედ ამიტომ, ამანათების გადაზიდვის სფეროს ლიდერმა კომპანია USA2GEORGIA-მ მომსახურების გაფართოება გადაწყვიტა – კომპანია ახალ ბრენდს CARGO2GEORGIA-ს აფუძნებს. CARGO2GEORGIA მომხმარებელს ჩინეთიდან და ამერიკიდან საზღვაო/საკონტეინერო, ხოლო თურქეთიდან სატრაილერო გადაზიდვებს სთავაზობს, როგორც სრული, ისე – ჯგუფური ტვირთებისთვის.
CARGO2GEORGIA საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის სისტემის ოპტიმიზაციას ისახავს მიზნად, რაც გულისხმობს როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ბიზნესისთვის მომსახურების ფართო სპექტრის შეთავაზებას, კერძოდ – კომპანიის საწყობებიდან ტვირთის ტრანსპორტირებას ან ადგილიდან დატვირთვას, საქართველოში საბაჟო მომსახურების გაწევის ჩათვლით.
რამდენადაც თურქეთიდან, ჩინეთიდან და აშშ-დან იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა სულ უფრო და უფრო მზარდია, CARGO2GEORGIA მომხმარებელს საერთაშორისო გადაზიდვებისთვის მეტ მოქნილობას და შედარებით დაბალ ტარიფებს სთავაზობს – ლოგისტიკური ოპტიმიზაციისა და ეფექტურობის ზრდის ხარჯზე.
კომპანიის გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება ლოგისტიკის სფეროში, მჭიდრო კავშირი საერთაშორისო მსხვილ პარტნიორებთან და თანამედროვე ტექნოლოგიები – CARGO2GEORGIA-ს ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესს საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს ეფექტური, სანდო და ხელმისაწვდომი გადაზიდვების სერვისი“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
CARGO2GEORGIA-სთან ერთად USA2GEORGIA კიდევ უფრო აფართოებს სერვისების ჩამონათვალს და მომხმარებლებს სთავაზობს კომპლექსურ ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ტვირთების ტრანსპორტირებისთვის. ახალი სერვისების მეშვეობით კომპანია ხელს უწყობს ქართულ ბაზარზე პროდუქციის მრავალფეროვნების ზრდასა და ვაჭრობის გაიოლებას – როგორც ბიზნესმენებისთვის, ასევე – ცალკეულ მომხმარებელთათვის.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება