USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და აწყობის პირველი ეტაპი წლის ბოლოსთვის დასრულდება - მინისტრი

უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და აწყობის პირველი ეტაპი წლის ბოლოსთვის დასრულდება - მინისტრი

2023-10-17 17:52:52

„თანამედროვე ომის ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, შესყიდული და შემოტანილია ამერიკული მრავალფუნქციური სარადარო სისტემები. ასევე, გაფორმებულია ხელშეკრულებები რადიოელექტრონული დაზვერვის სისტემების შეძენაზე, -  ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვთ გამოსვლისას განაცხადა. .

„ჩვენ დავიწყეთ ავტორიტეტულ პოლონურ კომპანიასთან ერთად საწარმოო შესაძლებლობების გაძლიერება. შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ისა და პოლონური კომპანია „ვებე ელექტრონიქსის“ მიერ დაარსებული საწარმო შპს „დელტა-ვებე“ აქტიურად მუშაობს WARMATE-ის ტიპის (ტაქტიკურ სადაზვერვო) უპილოტო საფრენი აპარატისა და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის (ოპერატიულ-ტაქტიკური დონის) წარმოებისა და აწყობის პროცესზე.

აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად და წლის ბოლოსთვის დასრულდება საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და აწყობის პირველი ეტაპი.“, -  განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები