ბათუმში მიწის შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, უძრავი ქონების დეველოპმენტი აჭარის სხვა ლოკაციებზე ინაცვლებს. ამის შესახებ Galt & Taggart-ის
მიმდინარე დეველოპერული პროექტების განაწილება აჭარაში:
უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე 54.6%-ით გაიზარდა 2022 წლის დასაწყისთან შედარებით, თუმცა 2024 წლიდან ფასების სტაბილიზაციაა მოსალოდნელი.
პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი ბათუმში, $ / კვ.მ.მ 2023 წელს +16.9% არის გაზრდილი. თუ 2023 წლის იანვარში 1 კვ.მ-ს ფასი $858 შაედგენდა, დეკემბერში $1314 -ის ფარგლებში დაფიქსირდა.
ბათუმში, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები მცირედით შენელდა 2023 წელს, როგორც პირველად ისე მეორად ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ გაყიდვები 21.7%-ით შემცირდა 2024 წლის იანვარში.
2023 წელს ბათუმში 15,758 ბინა გაიყიდა, აქედან 6,833 ძველი აშენებულია (მეორადი), ხოლო 8,925 ახალი. 2022 წელთან მეორად ბაზარზე კლება 4%-ია, ხოლო პირველად ბაზარზე 10%. 2022 წელს ბათუმში 17,040 ბინა გაიყიდა.
შესუსტებული მოთხოვნა შესაძლოა აიხსნას 1) 2022 წლის მაღალი ბაზით 2) დაბალი მარაგებით, რადგან პროექტებში, რომლებიც 2024-25 წლებში სრულდება ბინების 85% გაყიდულია და 3) დეველოპმენტის ბათუმიდან აჭარის სხვა ლოკაციებზე გადანაცვლებით.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება