USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უჩანეიშვილის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

უჩანეიშვილის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

2023-04-28 13:58:10

ვაკის რაიონში, ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 28 აპრილის 16:00 საათიდან 26 აგვისტოს 00:00 საათამდე, ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

ინფორმაციას თბილსის მერია ავრცელებს. 

გადაადგილების შეზღუდვა უჩანეიშვილის ქ. N8-დან უჩანეიშვილის I გასასვლელამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.

ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს უჩანეიშვილის II გასასვლელის, მალხაზ დოლიძის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის გამოყენებით.

შეზღუდვის პერიოდში N450 მიკროავტობუსი წყნეთის გზატკეცილიდან უჩანეიშვილის ქუჩას დაუკავშირდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩით და შემდეგ გზას არსებული სქემის მიხედვით გააგრძელებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები