USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თუთიყუშების იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

თუთიყუშების იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

2023-06-29 19:00:59

საქართველოში თუთიყუშების (თუთიყუშების, არასა და კაკადუს ჩათვლით) იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში 56.33 ათასი დოლარის ღირებულების თუთიყუშისებრთა იმპორტი განხორციელდა, რაც ღირებულებით ნაწილში 302%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 14.01 ათასი დოლარის თუთიყუშისებრთა იმპორტი დაფიქსირდა.

2023 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკით, საქართველოში თუთიყუშისებრთა იმპორტი  ჩეხეთიდან და ნიდერლანდებიდან განხორციელდა.

თუმცა მთლიან იმპორტში (ღირებულებით ნაწილში) ნიდერლანდებიდან იმპორტირებული ფრინველების წილი 70%-ია.

საგულისხმოა, რომ 2023 წელი ცოცხალ თუთიყუშისებრთა (თუთიყუშების, არასა და კაკადუს ჩათვლით) იმპორტის კუთხით რეკორდული იქნება, რადგანაც 2023 წლის 5 თვის მაჩვენებლები უკვე უსწრებს ყველაზე მაღალ, 2021 წლის მთლიან მაჩვენებლებს, როდესაც ქვეყანაში 55.47 ათასი დოლარის ცოცხალ თუთიყუშისებრთა იმპორტი დაფიქსირდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები