USD 2.8168

EUR 2.9498

TRY 0.0773

GBP 3.5568

RUB 0.032599

თურქულმა ლირამ გაუფასურების ახალ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

თურქულმა ლირამ გაუფასურების ახალ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

2023-09-26 17:35:27

სამშაბათს თურქული ლირას ღირებულებამ აშშ დოლართან მიმართებით ახალ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.

ამის შესახებ თურქული მედია სავაჭრო მონაცემებზე დაყრდნობით წერს. .

თავდაპირველად, დოლარი თურქულ ლირასთან მიმართებით 0,14%-ით გაიზარდა და 27,2176 ლირა შეადგინა  თუმცა მოკლე დროში ვითარება შეიცვალა და 1 აშშ დოლარის ღირებულება 27,5155 ლირა გახდა.

მანამდე თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივ გამკაცრებას, ვიდრე მაღალი ინფლაციის პროგნოზი არ შეიცვლება.

24 აგვისტოს მარეგულირებელმა დისკონტის განაკვეთი წინა 17,5%-დან 25%-მდე გაზარდა. შემდეგ ამ გადაწყვეტილების ფონზე ლირა ოდნავ გამყარდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 26,6 ლირა შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები