USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქული ლირა ახალ მინიმუმამდე დაეცა

თურქული ლირა ახალ მინიმუმამდე დაეცა

2023-07-17 16:54:51

თურქულმა ვალუტამ, მარცვლეულის გარიგების ირგვლივ არსებული ვითარების ფონზე, გაუფასება კიდევ უფრო მეტი ტემპით დაიწყო დოლართან და ევროსთან მიმართებაში თავის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.

ორშაბათის ვაჭრობის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 26,31 ლირა ღირს.

„თავის მხრივ, თურქეთის სახელმწიფო ბანკებმა შეაჩერეს სავალუტო ინტერვენცია ლირის მხარდასაჭერად“, - წერს „ბლუმბერგი“. 

ეს მიდგომა ნიშნავს, რომ თურქეთის ახალი ეკონომიკური გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობენ ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშეკი და ცენტრალური ბანკის ახალი ხელმძღვანელი ჰაფიზე გეიე ერკანი, სერიოზულად არიან განწყობილნი, რათა სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია შეზღუდონ.

მანამდე, სახელმწიფო ბანკები რეგულარულად ყიდდნენ ვალუტას, რათა შეეკავებინათ ლირას ვარდნა. მათ ინტერვენციები შეაჩერეს მაისის ბოლოს პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელახალი არჩევის შემდეგ, მაგრამ 8 ივნისს ისევ განაახლეს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები