USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქმენეთი ირანისთვის გაზის მიწოდებას იწყებს

თურქმენეთი ირანისთვის გაზის მიწოდებას იწყებს

2023-08-08 18:22:22

ირანის გაზის ეროვნული კომპანიის (NIGC) გენერალურმა დირექტორმა მაჯიდა ჩეგინიმ თურქმენეთიდან დღეში 10 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის წარმატებული საცდელი მიწოდების შესახებ განაცხადა.

მაჯიდ ჩეგინიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანმა შეასრულა ვალდებულებები თურქმენეთის წინაშე დავალიანების გადახდის კუთხით და ვალს სამ ეტაპად გადაიხდის. ასევე მხარეები ქვეყნებს შორის გაზის სვოპის მოცულობის გაზრდაზე შეტანხმდნენ 4,5-დან 8 მილიონ კუბურ მეტრამდე დღეში.

NIGC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თურქმენულ მხარესთან წარმატებული მოლაპარაკებები გაიმართა გაზის იმპორტთან დაკავშირებით, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ჭრილში.

მაჯიდ ჩეღინმა გამოთქვა რწმენა 10 მილიონი კუბური მეტრი გაზის საცდელი მიწოდების წარმატებით დასრულდება და თურქმენეთში გაზის საბადოების შემდგომი განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით აქვთ იმპორტის მოცულობის გაზრდის გეგმები.

მიმდინარე წლის ივნისში ირანმა და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 20 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის იმპორტზე. 

მაისში, ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ გამოაცხადა ირანის გეგმები თურქმენეთიდან ყოველდღიურად დაახლოებით 10 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტის შესახებ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები