თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მისასალმებელი იქნება, მაგრამ თურქეთი თავს თვითკმარ ქვეყნად მიიჩნევს და არ სჭირდება ევროპის დახმარება და მხარდაჭერა.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს. ერდოღანმა გაიხსენა, რომ თურქეთი 50 წელია ევროპული საზოგადოების კართან დგას.
"ჩვენ ყოველთვის ვიყავით თვითკმარი ქვეყანა. ჩვენ არასდროს გვჭირდებოდა და არ გვჭირდება ევროკავშირის დახმარება და მხარდაჭერა", - ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში