USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთის გადახდის სისტემის მეშვეობით საქართველოში ფულადი გზავნილების განხორციელება იქნება შესაძლებელი - მედია

თურქეთის გადახდის სისტემის მეშვეობით საქართველოში ფულადი გზავნილების განხორციელება იქნება შესაძლებელი - მედია

2023-11-12 13:30:46

Trend-ს United Payment-ის აზერბაიჯანის მმართველმა დირექტორმა ედგარ აბდულაევმა განუცხადა, რომ  თურქული გადახდის სისტემა „Turan Teknoloji Anonim Sirketi“ (Turan) საქართველოში გზავნილების სახით ფულადი გადარიცხვების დაწყებას გეგმავს.

მისივე თქმით,კომპანია ლიცენზიის მიღებას „გადახდის სერვისებისა და საგადახდო სისტემების შესახებ“ კანონის შესაბამისად ელოდება.

მედია წერს, რომ კანონპროექტი „გადახდის სერვისებისა და სისტემების შესახებ“ 2023 წლის 9 ნოემბერს ამოქმედდა.

„აზერბაიჯანში ოპერირების ლიცენზიის მიღების შემდეგ, ჩვენ ფულადი გზავნილების განხორციელებას აზერბაიჯანიდან თურქეთსა და საქართველოში ვგეგმავთმობილური აპლიკაციის გაშვებას მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში ვაპირებთ. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ სიმარტივე და მოქნილობა თითოეული ტრანზაქციის შესრულებისას, ხოლო გადარიცხვის პროცესი მაქსიმალურად მარტივია ჩვენი მომხმარებლებისთვის,“ - აღნიშნა აბდულაევმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები