USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთიდან კვერცხი დემპინგური ფასით შემოდის, რეალიზაცია გვიჭირს - „კუმისი“

თურქეთიდან კვერცხი დემპინგური ფასით შემოდის, რეალიზაცია გვიჭირს - „კუმისი“

2023-06-29 20:00:48

ქართული კვერცხის მწარმოებლების ინფორმაციით, საქართველოში კვერცხი ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილება 100%-ით შეუძლია.

აქედან გამომდინარე, „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე, კომპანია ,,კუმისის" დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ კვერცხის იმპორტის მინიმალური საჭიროებაც არ არის. წარმოების მთავარ დაბრკოლებად მეწარმე დემპინგს მიიჩნევს და Business Insider Georgia- თან აცხადებს, რომ თურქული კვერცხის იმპორტი უნდა შეჩერდეს, თავის მხრივ თურქეთი საკუთარ ბაზარს ქართული კვერცხისგან იცავს.

„თურქეთიდან კვერცხი დემპინგური ფასით შემოდის, რაც ადგილობრივ წარმოებას დიდ პრობლემას უქმნის. ძალიან გვიჭირს რეალიზაცია და ამის შესახებ მთავრობამაც კარგად იცის, თუმცა ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება. ჩვენ არ გვჭირდება კვერცხის იმპორტი, ამ მიმართულებით ბაზრის მოთხოვნილებას 100%-ით ვაკმაყოფილებთ. უნდა მოიძებნოს ბერკეტი, იმპორტიორებს გარკვეული პირობები დაუყენონ, გადასახადი და სხვა, ბევრი საშუალებაა, რაც დემპინგისგან დაიცავს ბაზარს, უნდა შემცირდეს იმპორტი, რომელიც რეალურად არ გვჭირდება. როგორც თურქეთი იცავს ქართული კვერცხისგან საკუთარ ბაზარს, ჩვენს ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ და ბაზარი თურქული კვერცხისგან დავიცვათ.

დღეს სხვა გამოწვევა წარმოებაში არ გვაქვს, საზღვარი გახსნილია, მარცვლეული შემოდის, ლარიც შედარებით სტაბილურია. მთავარია, დემპინგის პრობლემას ეშველოს", - ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში კვერცხის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემოსავალმა ამ მიმართულებით $12 790-დან $684 260-მდე შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაზრდილი იმპორტიც თურქეთზე მოდის, ვინაიდან როგორც 2022 წლის, ისე 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მხოლოდ თურქეთიდან შემოვიდა კვერცხი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები