პარაგლაიდინგის ფედერაცია მისთვის დაკისრებული მოვალეობა შესასრულებლად მზადაა.
როგორც ფედერაციის ხელმძღვანელი ირაკლი კაპანაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, აღებული აქვთ პასუხისმგებლობა გარკვეული საკითხების მოგვარებაზე, რაც სამუშაო პროცესს უკავშირდება და მზად არიან, ვალდებულება შეასრულონ.
რაც შეეხება ძირითად სამუშაოებს, ჩატარდა სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ოპერატორისა და საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენა, მფრინავის ლიცენზირებისთვის საჭირო გამოცდები და სხვა ქვეყნების ორგანიზაციების მიერ გაცემული ლიცენზიების აღიარება, პარაპლანისა და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დადგენა.
ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა გარკვეული საკითხების მოგვარებაზე, რაც სამუშაო პროცესს უკავშირდება. მსურველებისგან ვიბარებთ თეორიულ გამოცდებს და 2 დღის განმავლობაში, 13-14 ივლისს უკვე პირველი საგამოცდო ფრენები გვექნება, რომელიც სამ ეტაპად ჩატარდება.
მთლიანობაში განაცხადი 14 ადგილზე გვაქვს გაკეთებული და ველოდებით დაგვრთავენ თუ არა ნებას. ჯერჯერობით მხოლოდ გუდაურია გამოყოფილი. აქ არის რამდენიმე უწყების გავლენის საკითხი.
მიწის ნაწილი ეკუთვნის დაცულ ტერიტორიებს, ხოლო ნაწილი მუნიციპალური საკუთრებაა, ნაწილი კერძო საკუთრებაა. ეკონომიკის სამინისტროსთვის მიწერილი გვაქვს წერილი, რომ შეძლებისდაგვარად გავამარტივოთ ეს პროცესი, მომავალ კვირას შედგება შეხვედრა და ყველა დეტალი გაირკვევა“, - ამბობს ირაკლი კაპანაძე.
როგორც პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ამ დროისთვის თეორიული გამოცდა 70-მდე ადამიანს აქვს ჩაბარებული. თეორიული გამოცდის ჩაჭრის შემთხვევაში, მსურველს განმეორებითი გამოცდის ჩაბარების შანსი ეძლევა.
რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, ჩაჭრის შემთხვევაში პირს განმეორებით გასვლა შემდგომ საგამოცდო პერიოდში მოუწევს.
ირაკლი კაპანაძის ინფორმაციით, ტარიფები თავიდან იყო განსაზღვრული და არ შეცვლილა. კერძოდ, გამოცდაზე გასვლის საფასური 60 ლარია, აღჭურვილობის შემოწმება 180 ლარი ღირს, ამდენივეა პრაქტიკულ საგამოცდო ფრენებზე გასვლის საფასური.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საჰაერო სივრცეში პარაპლანით ფრენის პირობები 2023 წლის მაისში დადგინა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში