თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირზე, ტროტუარების გარკვეულ მონაკვეთებზე დარჩენილი სამუშაოები მარტის შუა რიცხვებამდე დასრულდება.
მისი თქმით, წერეთლის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდე მცირედი მოსაპირკეთებელი სამუშაოები ტროტუარებზე დარჩება.
„საგზაო სამუშაოები გამზირზე იანვრის თვის ბოლოს დასრულდება, ხოლო შემდეგ - ტროტუარზე, გარკვეულ მონაკვეთებზე, სამუშაოები და მაქსიმუმ მარტის შუა რიცხვებში სრულად იქნება ყველანაირი სამუშაო დასრულებული. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოსახლეობა შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ, იანვრის ბოლოდან გამზირზე საგზაო მიმართულებით შეზღუდვა აღარ იქნება, მოძრაობა ორმხრივად განხორციელდება. დარჩენილი იქნება ტროტუარზე სამუშაოები, რომელსაც მარტის შუა რიცხვებამდე დავასრულებთ“, - განაცხადა ბენდელიანმა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში