USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებიდან ბიუჯეტში ₾158 მილიონზე მეტი შევიდა

წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებიდან ბიუჯეტში ₾158 მილიონზე მეტი შევიდა

2023-10-31 16:00:22

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში 158,491,065.66 ლარი შევიდა, რაც 21%-ით მეტია 2022 წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში 130,567,942.55 ლარი აკუმულირდა.

როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) ანგარიშშია აღნიშნული, მიმდინარე მაჩვენებლებიდან 95,089,432.52 ლარი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში, ხოლო 63,401,633.14 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა. 

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში შესული თანხები წლების მიხედვით:

  • 2022 წელი - 179,192,361.48 ლარი,
  • 2021 წელი - 125,373,545.30 ლარი,
  • 2020 წელი - 98,728,369.25 ლარი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები