USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს ქვეყანაში მიდიების იმპორტი 27%-ით შემცირდა

წელს ქვეყანაში მიდიების იმპორტი 27%-ით შემცირდა

2023-08-17 18:00:50

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 75,6 ათასი დოლარის ღირებულების 17,2 ტონა მიდიების იმპორტი დაფიქსირდა, რაც 27%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან.

2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 23,7 ტონა მიდიების (ცოცხალი, ახალი, გაცივებული, გაყინული, მზა ან დაკონსერვებული, დანარჩენი) იმპორტი განხორციელდა.

ქვეყანაში იმპორტირებული მიდიების 25%-ი რუსეთზე მოდის, ხოლო 23%-ი ჩეხეთზე.

ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მიდიების იმპორტი ხორციელდება: 

  • რუსეთი - 4,3 ტონა,
  • ჩეხეთი - 4.0 ტონა,
  • პორტუგალია - 2.0 ტონა,
  • ნიდერლანდები - 1.9 ტონა,
  • დანია - 1,5 ტონა.

რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, 2022 წელს მიდიების იმპორტმა 110%-იანი ზრდა აჩვენა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყანამ 209,1 ათასი დოლარის ღირებულების  52,6 ტონა მიდიების იმპორტი მოახდინა, ხოლო 2021 წელს კი 105,1 ათასი დოლარის ღირებულების 25,1 ტონა მიდიები შეისყიდა. 

2022 წლის სტატისტიკით საქართველოსთვის მიდიების იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში ჩილე ლიდერობდა, რომელზედაც მთლიანი იმპორტის 25%-ი მოდის. მეორე ადგილზეა რუსეთი იმპორტის 23%-იანი წილით.  

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები