"ხშირად ვამბობთ, რომ თაუერ ჯფუფის პანორამა ულტრა თანამედროვე, ინოვაციური პროექტია. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, ყველა ასპექტში გავაუმჯობესოთ მომავალი მაცხოვრებლებისა და ვიზიტორების გამოცდილება, დავნერგოთ აპარტამენტში ცხოვრების ახალი სტანდარტები" - აცხადებენ Tower Group-ში.
კომპანიაში განმარტავენ, რომ პარკინგი თანამედროვე ქალაქების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, ტურისტულ ქალაქებში კი ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა.
ხოლოTower Group-ის სურვილია, რომ "პანორამა"-ს მაცხოვრებლებსა თუ ვიზიტორებისთვის ეს საკითხი არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენდეს.
„ამ მიზნის შესასრულებლად საჭირო იყო ინოვაციური მიდგომის პოვნა, რაც, ვფიქრობთ, წარმატებით გამოგვივიდა - პროექტი "პანორამა" Optilift-ის პარკირების სისტემით აღიჭურვება“, - აღნიშნავენ Tower Group-ში.
Optilift სისტემების საშუალებით, პანორამაში საპარკინგე სივრცის მოცულობა გაორმაგდა. იმავე სივრცეში, რომელიც ჩვეულებრივ იტევს ერთ მანქანას, ახლა შესაძლებელია შეიქმნას საპარკინგე ადგილი ორი ავტომობილისთვის.
„ეს რევოლუციური ტექნოლოგია აოპტიმიზირებს სივრცის გამოყენებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შენობის მაცხოვრებლებისა და ვიზიტორების გამოცდილებას.
გარდა ამისა, საპარკინგე სივრცეში განთავსდება ელექტრო მანქანების დამტენი სადგურები, რაც, რა თქმა უნდა, შეესაბამება ჩვენს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას და ხელს უწყობს მწვანე მომავლის შექმნას.
პროექტის მშენებლობა აქტიურად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - მთელი ამ დროის განმავლობაში, ყოველდღიურად ვფიქრობთ, თუ როგორ შეგვიძლია გავხადოთ "პანორამა" კიდევ უფრო ინოვაციური, როგორ დავნერგოთ ახალი სტანდარტები“, - აღნიშნავენ Tower Group-ში.
პროექტზე დამატებითი ინფორმაციის მისღებად, ეწვიეთ Tower Group-ს ვებ-გვერდს: https://tg.ge/ge/
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში