Business Insider Georgia-თვის საქსტატის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 საყოფაცხოვრებო და საკომუნიკაციო ტექნიკის მაღაზიების ქსელი გამოიკვეთა.
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს ტექნოჰაუსის - 100%-ს თურქეთის მოქალაქე იუსუფ ბაშარი ფლობს. კომპანიის დირექტორი კი მეჰმეთ მელექი, რომელიც საქართველოს და თურქეთის მოქალაქეა.
შპს აიპლიუსის - 50% რამაზი შეყილაძე, ხოლო 50% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს კაიაკი ფლობს. შპს კაიაკის 100%-ს მამუკა მარღიშვილი ფლობს.
სს ელიტ ელექტრონიქსს - სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომლის თავმჯდომარე/წევრია: ისრაელის მოქალაქე დორი გროსმანი. კომპანიის დირექტორია - ლადო ჯობავა.
შპს ეიესბისის 100% -ს - კვიპროსზე რეგისტრირებული ASBISC Enterprises PLC, HE ფლობს, ხოლო კომპანიას რუსეთის მოქალაქე ანზორ ლომიძე ხელმძღვანელობს.
შპს ალტა რითეილის 100%-ს - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ალტა ფლობს. კომპანიის დირექტორია გიორგი ჟურული.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით გამოიკვეთა, რომ 2022 წელს ბრუნვის მიხედვით TOP 5 კომპანიიდან სამში საკონტროლო პაკეტს უცხოეთის მოქალაქეები ფლობენ.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში