2023 წლის ორ თვეში საქართველომ 2,519.13 ათასი დოლარის მაკარონი იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ამ პროდუქტზე იმპორტის 18%-იანი კლება ფიქსირდება.
იანვარ-თებერვალში ქვეყანაში მაკარონის (სპაგეტი, მაკარონი, ვერმიშელი, ატრია და მაკარონის სხვა ნაწარმი) იმპორტმა 2,423.68 ტონა შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,959.85 ტონა.
2023 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტირებული მაკარონის 69%-ი (1,669.29 ტონა) საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა, 10%-ი კი იტალიიდან (234.09 ტონა).
მაკარონის იმპორტში ლიდერები არიან და ტოპ-5 ქვეყანაში მოხვდნენ ასევე თურქეთი (158.83 ტონა), ყაზახეთი (155.50 ტონა) და აზერბაიჯანი (138.00 ტონა).
რაც შეეხება 2022 წლის მთლიან სტატისტიკას აქაც ლიდერი რუსეთია. 2022 წელს მაკარონის იმპორტმა 21,846.92 ტონა შეადგინა, რომლის 61%-ი რუსეთზე, 10%-ი თურქეთზე, ხოლო 10%-ი იტალიაზე მოდის.
2022 წელს ქვეყანაში შემოსული მაკარონის მხოლოდ 12%-ი მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე.
ბოლო 14 წლის სტატისტიკით საქართველომ ყველაზე მეტი მაკარონი 2020 წელს იყიდა.
2020 წელს საქართველოში 25,249.28 ტონა მაკარონის იმპორტი ფიქსირდება, რისთვისაც ქვეყნიდან $15,518.53 ათასი გავიდა.
უახლესი
6 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება6 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში