საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი მძიმე სპეცტექნიკის (ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა) იმპორტიორი კომპანიები ცნობილია.
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2023 წლის პირველ კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP - 5 კომპანია გამოივეთა:
(რეიტინგი არ არის დალაგებული ბრუნვის მიხედვით)
ბორუსან მაქინა ვე გუჩ სისტემლერი სანაი ვე თიჯარეთ სს–ის საქართველოს წარმომადგენლობა. უცხოური კომპანიის ფილიალი. დამფუძნებელი - სააქციო საზოგადოება სს ბორუსან მაქინა ვე გუჩ სისტემლერი სანაი ვე თიჯარეთი. დირექტორი - ბაშარ გუვენი.
შპს "Suez Distribution"- შპს 2011 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს აზერბაიჯანის მოქალაქე ნემატ მამმადოვი ფლობს.
შპს ელიტ მოტორსი - 2008 წელს დაფუძნდა. კომპანიას ორი მფლობელი ჰყავს - ივანე რუაძე - 50%; გიგა ქათამაძე, 50%.
შპს თეგეტა მოტორსი - 2001 წელს დაფუძნდა, რომელსაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს თი ჯი ემ ჯგუფი 98.78% და თემურ კოხოძე 1.22% ფლობენ.
შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ - შპს 2007 წელს დაფუძნდა, კომპანიის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თეგეტა მოტორსი ფლობს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში