USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 3 უბანი თბილისში, სადაც აპრილში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა

TOP 3 უბანი თბილისში, სადაც აპრილში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა

2023-06-01 10:00:26

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით 2023 წლის აპრილში სულ 416 ახალი ბინა გაიყიდა რაც 2022 წლის აპრილთან შედარებით 33%-ით ნაკლებია. ხოლო წინა თვესთან შედარებით 34%-იანი კლება დაფიქსირდა.

ძველი ბინების შემთხვევაში განხორციელდა 2,096 ტრანზაქცია, რაც 19%- ით ნაკლებია 2022 წლის აპრილთან შედარებით. თვიურ ჭრილში კი გაყიდვები 22%-ით შემცირდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ბინების გაყიდვებმა უფრო მეტად იკლო, ახალი ბინების წილი მთლიან ტრანზაქციებში 17%-მდე შემცირდა. საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ახალი (+42%), ასევე ძველი ბინების (+30%) შემთხვევაში.

თუმცა წინა თვესთან შედარებით ახალ ბინებში ფასი 2.5%-ით შემცირდა, ძველ ბინებში კი 2.3%-ით გაიზარდა. 2023 წლის აპრილში მთლიან გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი (39%) 50-დან 75 კვ.მმდე ფართობის ბინებს უკავია. 35-დან 50- კვ.მ-მდე ბინების წილი 23%-ს გაუტოლდა.

გაყიდული ბინების მხოლოდ 6% აღემატებოდა 125 კვ.მ-ს. მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილი მთლიან ტრანზაქციებში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. 

2023 წლის აპრილში, საბურთალო კვლავ იკავებს ტოპ ადგილს თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით.

ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობა წლიურად ყველა უბანში შემცირდა ისანის გარდა, სადაც ზრდა 2022 წლის აპრილთან შედარებით 4%-ს გაუტოლდა.

ძველი ბინების გაყიდვების შემთხვევაში, უბნების უმეტესობაში წლიურად კლება შეინიშნება, განსაკუთრებით ვაკეში (-41%), დიდუბესა (-33%) და სამგორში (-26%).

მხოლოდ კრწანისში (+19%) და ისანში (+4%) წლიური ზრდა.

ვაკე და მთაწმინდა კვლავ გამოირჩევა ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასებით.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2023 წლის აპრილში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობამ საგრძნობლად იკლო და გაყიდული ბინების რაოდენობა მარტის მაჩვენებელს 25%-ით ჩამორჩა.

თბილისში სულ 2,512 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 22%-ით ნაკლებია 2022 წლის აპრილთან შედარებით.

ტრანზაქციების რაოდენობის შემცირების მიუხედავად საშუალო გასაყიდი ფასი სტაბილურ დონეზე შენარჩუნდა და $1,177-ს გაუტოლდა, რაც 32%-ით აჭარბებს წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.

გაყიდვების მნიშვნელოვანი კლების ფონზე ბაზრის ზომა წლიურად 23%-ით შემცირდა და $200 მილიონი შეადგინა.

საშუალო გასაქირავებელი ფასის 4.5%-ით ზრდა შენელდა, $12.8-ს გაუტოლდა და 1.6%- ით შემცირდა მარტთან შედარებით. წლიურმა ზრდამ კი 52% შეადგინა.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები თბილისში 11.4%-ს გაუტოლდა, რაც 1.5 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება 2022 წლის აპრილის მაჩვენებელს.

მიუხედავად იმისა, რომ აპრილში მნიშვნელოვნად შემცირდა გაყიდვები და შესაბამისად ბაზრის ზომა, 2023 წლის მაისის წინასწარი მონაცემები შედარებით დადებით ტენდენციაზე მიუთითებს და მსგავსი ვარდნა არაა მოსალოდნელი.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 76%-ით არის გაზრდილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები