„კერძო სექტორის შემოსავალი 82.9მლნ ლარიდან 312.1მლნ ლარამდე გაიზარდა 2011-22 წლებში. უმაღლესი განათლება საქართველოში ძირითადად ჯიბიდან გადახდებით (out-of-pocket) ფინანსდება, ხოლო სახელმწიფო დაფინანსება კვლავ დაბალია.
კერძო სექტორში სწავლის წლიური საფასური მერყეობს 2,250-30,000 ლარს შორის. გამოკითხული უნივერსიტეტების უმრავლესობაში (52.4%) წლიური გადასახადი 2,500-5,000 ლარს შეადგენს“, - ამის შესახებ საუბარია Galt & Taggart-ის ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის კვლევაში.
Galt & Taggart-ის ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის კვლევის თანახმად, საქართველოში სტუდენტების რაოდენობიუთ ტოპ-10 უნივერსიტეტი გამოიკვეთა:
საქართველოს უნივერსიტეტი - 7,791 სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში 14.0%, შემოსავალი ₾36,938 ათასი;
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) - 7,498 სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში 13.5%, შემოსავალი - ₾21,096 ათასი;
კავკასიის უნივერსიტეტი - 6,249 სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში 11.2%, შემოსავალი ₾ 25,332 ათასი;
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 4,636 სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში -8.3%, შემოსავალი ₾ 26,000;
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ბთუ) - 3,882 სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში 7.0% , შემსავალი ₾ 8,053 ათასი;
ევროპის უნივერსიტეტი - 3,243 სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში 5.8% , სემოსავალი ₾17,392 ათასი;
თავისუფალი უნივერსიტეტი - 2,886 სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში 5.2%, შემოსავალი ₾18,165 ათასი;
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 2,605 სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში 4.7%, შემოსავალი - ₾6,272 ათასი;
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი - 2,461 სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში - 4.4%, შემოსავალი - ₾11,036 ათასი;
ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ) - 2,322 სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში 4.2%, შემოსავალი - ₾13,067 ათასი;
წყარო: განათლების სამინისტრო, საქსტატი, სარასი, გალტ & თაგარტი
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში