თბილსერვის ჯგუფმა ქუჩის/გარე განათების ბოძების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტიც 460 084 ლარია. ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა მხარეებმა განაცხადები 6 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
სატენდერო პირობების მიხედვით, თბილსერვის ჯგუფი 16 ერთეულ 12 მეტრი სიმაღლის ბოძს (bable) და 220 ერთეულ ლედ სანათი მოწყობილობას 150(±10) ვატი ყიდულობს.
„თბილსერვის ჯგუფი“ 2007 წელს დაფუძნებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ და მისი წილი კომპანიის კაპიტალში 100% შეადგენს. კომპანია წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს. 2016 წლის 15 მაისიდან კომპანიას 3 იურიდიული პირი - შპს "უძრავი ქონება - თბილისი", შპს "თბილისის პარკები და შპს "სინათლის ქალაქი" შეუერთდა, შესაბამისად მათი ფუნქციებიც კომპანიის საქმიანობას დაემატა.
კომპანიაში ამ დროისათვის დასაქმებულია 5000 - ზე მეტი თანამშრომელი.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში